საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გრძელდება თანამშრომლობა ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტთან

თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ასოცირებული პროფესორი თამარ ზარანდია და  დეკანის მოადგილე ასოცირებული პროფესორი გიორგი დგებუაძე ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენლებს - აღმოსავლეთ ევროპის ოფისის დირექტორს ტობიას შთუდემანს; ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტისა და თსუ-ის ერთობლივი სასწავლო პროგრამის (DESK) ხელმძღვანელს, პროფესორ თეოჰარის გრიგორიადისსა და ამავე პროგრამის ტუტორს ანდრეა ვაისს შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე განიხილეს უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების, ინტერნაციონალიზაციისა და საერთო სამეცნიერო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები. 

 

შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) თანამშრომლობით განხორციელებული ერთწლიანი სასწავლო პროგრამის - „გერმანია სამხრეთ კავკასიაში: ინსტიტუციები და განვითარება“ (DESK) - მიმდინარეობის შეფასებასა და მისი შედეგების განხილვას.

 

მოცემული პროგრამა შექმნილია გერმანიასა და საქართველოს შორის აკადემიური და პირადი გაცვლის ხელშეწყობისთვის სამართლისა და ეკონომიკის მეცნიერებების გერმანული და ევროპული მიმართულებების კონტექსტში. აღსანიშნავია, რომ 2023-2024 სასწავლო წლის განმავლობაში აღნიშნულ პროგრამაში თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ათეულობით სტუდენტია ჩართული. 

თარიღი: 30/12/2023